26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
დუბაიში , მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე, არაბული პრესა წერს

მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში დუბაიში, საქართველოს პრემიერის ორმხრივ შეხვედრებზე არაბული პრესა წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისმა უმაღლესობამ ხაზი გაუსვა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების სურვილს ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგისა და იდეების გაცვლას გამოწვევებთან საბრძოლველად და კაცობრიობისთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად.

განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები ეკონომიკასა და კულტურის სექტორის მიმართულებით. სტატიაში საუბარია ხელმოწერის ცერემონიაზეც.

შეთანხმება ფოკუსირებულია ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობაზე მმართველობის სფეროში, მთავრობის ეფექტურობის ამაღლებაზე, ინოვაციების მხარდაჭერასა და გამოწვევებთან საბრძოლველად ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე.

წლევანდელმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტმა შეკრიბა 250-ზე მეტი მინისტრი და 10 ათასზე მეტი მთავრობის წარმომადგენელი, აზრის ლიდერები და ექსპერტები მთელი მსოფლიოდან. სამიტი მოიცავს 220-ზე მეტ სესიას. 300-ზე მეტი გლობალური მომხსენებელი გაიზიარებს თავის ხედვას და განიხილავს იდეებსა და სტრატეგიებს მთავრობებისთვის ახალი მომავლის ფორმირებისთვის.

დღის ამბები