26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი ცხადებს, რომ პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა.

მისი თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული.

"გავიარეთ მძიმე საკითხები. იცით, რომ რაც ომი დაიწყო უკრაინაში, იმის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან დიდი ტრაგედია ხდება, გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს და გავიზიარეთ ყველა ადამიანის მწუხარება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა.

ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს, რადგან იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი, რომ აფხაზეთი აღიარა და ამიტომ ჩვენი ეკლესია იქ დგას, სადაც საქართველო და ქართველი ხალხია.

რაც შეეხება მეუფე ზენონის საკითხს, ის თავად შეხვდა უწმინდესს და გადაწყდა, რომ დროებით ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. იყო მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, პატრიარქის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბარი სინოდის სხდომაზე, მეუფემ უპასუხა - მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს," - აცხადებს მეუფე იაკობი.

დღის ამბები