26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეომასალას ავრცელებს

ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათგან 23 რეალიზატორია. სპეცოპერაცია თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. 

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.  

ფარულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს საკონტროლო შესყიდვები, ასევე რეალიზაციის ფაქტები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებულ ფარულ ჩანაწერებში ასახულია, თუ როგორ მიუთითებენ დაკავებულები სამართალდამცველებს იმ ადგილისკენ, სადაც ისინი კლიენტისთვის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებენ და როგორ იღებენ ამის შემდეგ თანხას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება- მათ შორის "ჰეროინი", "კოკაინი", "ბუპრენორფინი", "სუბოქსინი", "ქსტაზი", "ეს ეს დი", "მეტადონი" და სხვა. დანაშაული ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

დღის ამბები