26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ზესტაფონის თეატრში "ბავშვთა თეატრალური კვირეული" დაიწყო

ზესტაფონის თეატრში "ბავშვთა თეატრალური კვირეული" დაიწყო. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 13 თებერვალს მაყურებელს საბავშვო სპექტაკლების კვირეულის პირველი სპექტაკლი უჩვენა.

კვირეული ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" პრემიერით გაიხსნა. წარმოდგენას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.

პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს პატარა მაყურებლის გახალისებასა და მის თეატრთან დაახლოებას.


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომლის სცენური ვერსია მოზარდებისთვის კლასიკური ნაწარმოებების გაცნობასა და შეყვარებას უწყობს ხელს.

ბავშვთა თეატრალური კვირეულის განმავლობაში ზესტაფონის თეატრში ხუთი სპექტაკლი გაიმართება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ბავშვთა თეატრალური კვირეული 2022 წელს 1-7 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გაიმართა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები