ავტოავარიის შედეგად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 20 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ლიმ-პოპოს პროვინციაში, ერთ-ერთ ხიდზე მოხდა.
ერთმანეთს ტურისტული ავტობუსი და ფურგონი შეეჯახა. შედეგად მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაშავებულია 68 ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამართალდამცავები მდინარეში სავარაუდო დაკარგულების მოსაძებნად სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.