26 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ღინისძიებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იასპარეზებს

16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენები უკვე საქართველოში არიან. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

"სახელმწიფოს მხრიდან მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაშია ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩასატარებლად მსოფლიო ჩემპიონატის, იქნება ეს ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, სპორტსმენთა თუ გასართობი სოფლები, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ დამსვენებელს იმისთვის, ისევე როგორც სპორტსმენებს 2 კვირის განმავლობაში. უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში და კერძოდ ბაკურიანში, რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები