თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან ერთ კვირის შემდეგ, მაშველებმა ჰატაის პროვინციაში, ნანგრევებიდან 13 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის იმედი, დროთა განმავლობაში, მცირდება.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37000-ს აჭარბებს. სტიქიის შედეგად მსხვერპლის ზრდა კიდევ მოსალოდნელია.
დაზარალებული რეგიონებიდან მოხდა 158000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია .
ადგილზე 239000-ამდე მაშველი მუშაობს.
ამ დროისთვის, თურქეთს დახმარება 99-მა ქვეყანამ გაუწია.
სტიქიის შედეგდ დაზარალებული სახელმწიფო, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, სამაშველო სამსახურების დახმარებასაც საჭიროებს.