საგარეო ვაჭრობის ახალი ისტორიული მაქსიმუმი. საქსტატი ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით იანვრის მაჩვენებელს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ თვეში, სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 461 მილიონი დოლარი შეადგინა. პროცენტული მონაცემები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29,1-ით მეტია. სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ ვაჭრობის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია.
საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ რომ მონაცემები რეკორდულია, რაც მიმდინარე წლის პროგნოზის მიმართულებით პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.
ექსპორტის სტაბილურად მაღალ მაჩვენებელს, საერთაშორისო ბაზრის მხრიდან, ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირებენ ანალიტიკოსები. ამბობენ რომ საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე მონაცემები სხვა პარამეტრებზეც დადებითად აისახება.
დაზუსტებულ მონაცემებს და სფეროების მიმართულებით დეტალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური 20 თებერვალს გამოაქვეყნებს.