26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს აკრიტიკებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს აკრიტიკებს. პიტერ სიარტომ ევროკავშირის სამიტზე რობერტა მეცოლას გამოსვლა შეაფასა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, იარაღი, მეტი ტანკი და თავდაცვის სისტემები.

უნგრეთის პირველი დიპლომატის შეფასებით, ორგანიზაციის გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა დააზარალა ევროპა. მისი თქმით, იარაღის გადაზიდვა ომის გახანგრძლივებას ნიშნავს.

მისივე შეფასებით ევროპარლამენტის სანდოობა პრაქტიკულად ნულის ტოლია და ბოლოდროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპარლამენტი არის "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია მსოფლიოში".

დღის ამბები