26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალი, კვირაში 48 საათის ნაცვლად 40 საათი იმუშავებს - რომელ კონკრეტულ სფეროებს ეხება ახალი რეგულაციები 

მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალი, კვირაში 48 საათის ნაცვლად 40 საათი იმუშავებს. ახალი რეგულაციები ეხება კვების ობიექტებში, ტრანსპორტის სფეროში და საწამოებში მომუშავე პირებს. საქართველომ საერთაშორისო ევროპული პრაქტიკა გაითვალისწინა, მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიიღო და კანონიც უკვე ძალაში შესულია. ცვლილებები მიზანი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს მხოლოდ ის სფეროები დაექვემდებარება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო პროცესი სპეციფიკიდან გამომდინარე უწყვეტი იყოს. მაგალითად სასწრაფო, პოლიცია და მეხანძრე-მაშველი.

შრომითი პირობების ახალი დადგენილების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში ბიზნესოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ შრომის ახალი კოდექსი პირველ ეტაპზე გარკვეულწილად დამსაქმებლებს პრობლემას შეუქმნის, ბაზარზე გამოცდილი კადრების დეფიციტის გამო.

დასაქმების სააგენტოში ბიზნესის გამოწვევებს კარგად იცნობენ. თუმცა ამბობენ, რომ ბალანსის დაცვა უნდა მოხდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.

შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე გამოყენებული იქნება გაფრთხილება, შემდეგ დაჯარიმება და სამუშაო პროცესის შეჩერებაც კი.

დღის ამბები