სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახალი პროდუქტის "რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის" პორტალის პრეზენტაცია გამართა.
პორტალის მიზანია, მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
"საქსტატის ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მაგრამ იმავდროულად ჩვენი უმთავრესი ამოცანაა აღნიშნული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა და მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ფორმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი დღე. ჩვენ ვახდენთ პორტალის პრეზენტაციას, ეს გახლავთ რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი. აღნიშნული პორტალი ერთ სივრცეში აერთიანებს დღეს ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებულ ყველა სახის ინფორმაციას," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე