26 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართა - ადგილზე შეიკრიბნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული გზით საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

"მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა.

"ქართული ოცნება", რომელიც 2012 წელს კონკრეტული სოციალური და ეკონომიკური დაპირებებით მოვიდა, არაფერი შეუსრულებია. საჭიროა სამოქალაქო ერთობა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები