26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
სააკაშვილების ოჯახიდან პიარკამპანიისთვის გადინებული სოლიდური ფინანსების მიუხედავად, ექსპრეზიდენტი ციხეში რჩება - ენმ კი მრავალრიცხოვანი აქციისთვის შესაბამის დროს ელოდება

ცნობილი ხდება რამდენს ხარჯავს გიული ალასანია მისი შვილის საპატიმროდან დახსნისთვის. ციფრები, რომლებიც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კოლოსალურია. პიარკამპანია, ბეჭდური და სატელევიზიო ინტერვიუები, ექსპერტები, ექიმები, ადვოკატები - ყველა რგოლს ექსპრეზიდენტის დედა, სასურველი ნარატივის გატარებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდის.

ხარჯთაღრიცხვა საკმაოდ ვრცელია და ნახევარ წელში გადახდილი თანხა ჯამში მილიონს აჭარბებს - პოლიტიკური ოპონენტები ასობით ათასი დოლარის წარმომავლობით ინტერესდებიან, ჩნდება კითხვა საიდან აქვს გიული ალასანიას ამდენი ფული. სააკაშვილების ოჯახიდან გადინებული სოლიდური ფინანსების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი კვლავ საპატიმროში რჩება, მისი დაფუძნებული პარტია კი ერთობას უფრო და უფრო კარგავს, ახალი თავმჯდომარის პირობებში უკვე ვიხილეთ, საპარლამენტო ბოიკოტი და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული რამდენიმე, თუმცა მცირერიცხოვანი აქცია - "ნაციონალები" ამბობენ, რომ მრავალრიცხოვანი აქციისთვის შესაბამის დროს ელოდებიან.

დღის ამბები