ცნობილი ქართველი მხატვრების პორტრეტები და ავტოპორტრეტები ხელოვნების სასახლეში - ფონდის საცავიდან 54 ნამუშევარია ამოღებული. ცნობილი ფერმწერები სასახლის საგამოფენო დარბაზში პირველად გამოფინეს. ავტოტოპორტრეტების გარდა, შეხვდებით ცნობილი მხატვრების მიერ დახატულ, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებსაც. ექსპოზიციას, სახელწოდებით "ქართული პორტრეტი" საკუთარი სიმბოლოც აქვს, ზდანევიჩის დახატული ცნობილი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის პორტრეტი. განსაკუთრებული სილამაზის მსახიობმა, 20-ე საუკუნის 60-იან წლებში, - კირილე ზდანევიჩის ყურადღება მიიპყრო.
შექსპირის ”ჰამლეტში” მაკო საფაროვა - აბაშიძეს ოფელიას როლი ისე შთამბეჭდავად უთამაშია, რომ მხატვრის ინპირაციის წყარო გამხდარა. ქართული რეალიზმის და რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელმა ალექსანდრე ბერიძემ, ნამუშევარი ზუსტად ერთი საღამოს განმავლობაში დაასრულა.
”ახალგაზრდა კაცის ავტოპორტრეტზე” ხელოვნებათმცდნეები ბევრს დავობენ. ზოგი ამბობს, რომ ტილოზე პეტრე ოცხელია. ნაწილის აზრით კი, მამაკაცის ჩრდილი შალვა ქიქოძეს ეკუთვნის. თუმცა , ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში პორტრეტი, - პეტრე ოცხელის სახელით არის წარმოდგენილი.
ჩარჩოში ჩასმულ სხვადასხვა ზომის ტილოებზე, დამთვალიერებელი კარგად ნაცნობ სახეებს იხილავს. ზოგი პორტრეტია, ზოგიც ავტოპორტრეტი, - ნაწილი კი ც ლიტერატურის ცნობილი პერსონაჟია. ხელოვნების სასახლის ფონდებიდან, 54 ნამუშევარიც ამ პრინციპით აარჩიეს და ექსპოზიციას ”ქართული პორტრეტი” დაარქვეს. ნამუშევრები სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების პორტრეტებს აერთიანებს.
”ქართული პორტრეტი”, - ბოლო სამი საუკუნის მხატვრების ნამუშევრებს მომცველი გამოფენა უკვე გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელის მსგავსი ხელოვნების სასახლეში არასდროს ყოფილა, სამი თვის განმავლობაში დარჩება.