თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან - გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შედეგებმა 1988 წლის სპიტაკის მონაცემებს გადააჭარბა. თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 29 000-მეტია. დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი, მხოლოდ თურქეთში მიწისძვრას 24 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.
ერდოღანი მშენებლებს აკავებს - თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი აიყვანეს. დაინგრა 6 ათასი შენობა, რომელთა ნაწილი ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
ამასთან, როგორც მაშველები ამბობს, ბოლო 2 დღეში ნანგრევებიდან ათეულობით ცხედარი ამოასვენე.
"5 დღეა ვმუშაობთ, მადლობა ღმერთს, მან მოგვცა ეს ძალა. ნანგრევებში ადამიანებს ვეძებთ, თუ ცოცხალია, ვცდილობთ მისი ხმა გავიგოთ და ამოვიყვანოთ. ძალიან ბევრი გარდაცვლილია, ბოლო 2 დღეში ნანგრევებიდან ათეულობით დაღუპულის ცხედარი ამოვიყვანეთ,"-აცხადებს სირიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" მოხალისე აბდელ ქადერ რაჰმანი.