ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი, მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს. საოფისე ფართი, შრომის ინსპექციას აჭარის მთავრობამ გადასცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის გაძლიერება და მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა უწყების ერთ- ერთი პრიორიტეტია. ზურაბ აზარაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონულ ოფისში, 12 ინსპექტორია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კი, ყველა სახის დარღვევაზე, დროულ რეაგირებას და პრევენციის მიზნით, საჭირო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს.