26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები, "ნაციონალური მოძრაობა" რეალურად კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის არ არის საინტერესო, თუ რას გეგმავენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "კომიკური ორგანიზაცია" უწოდა. ამის შესახებ პრემიერმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. 

"რადიკალური, ექსტრემისტული პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რეალურად კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე. მათი ეს ყველა უსუსური მცდელობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები. ჩვენ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ასე, რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო თუ რას გეგმავენ ისინი, ჩემნთვის მთავარია ის, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველა საკითხი მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქინდეს, ვიდრე არის დღეს,"- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები