26 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"ყველაფერი, რაც გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს" - პრემიერმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ტურნირისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ისტორიაში პირველად საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს. ბაკურიანშია მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა.

"მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა - სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრამდე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც ბაკურიანში დამონტაჟდა. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, რომელიც ოფიციალურად სტარტს 18 თებერვალს აიღებს და გაგრძელდება 5 მარტამდე. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და რაც მთავარია, ყველაფერი ის, რაც გაკეთდა აქ, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა მოეწყო იმისათვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი.

ბაკურიანი მუდმივად უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები