26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"ოჯახებს თავი დაანებეთ, თავი დაანებეთ ისეთ სიბინძურეებს თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!" - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ, გუშინ, მამუკა მდინარაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, იონათამიშვილმა ასევე შეაფასა შალვა ნათელაშვილის განცხადება.

მმართველი გუნდის წევრი ოპონენტებს მოუწოდებს სიცრუის გავრცელებას მოერიდონ.

"როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ, რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში.
ნათელაშვილს არა, ნაცებს ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით:
ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!

თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!.." - წერს რატი იონათამიშვილი.

ტელეკომპანია "იმედში" მისულ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ტელევიზიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ. მათ მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა თქვა, რომ აქციაზე მისულები ვერც შეკრების მიზეზს ასახელებდნენ და ვერც მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.

 

დღის ამბები