26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"გამომწვევი თამაშები" - "რუსთავი 2" ხვალიდან მაყურებელს კიდევ ერთ გასართობ და აზარტულ გადაცემას სთავაზობს

"რუსთავი 2" ხვალიდან მაყურებელს კიდევ ერთ გასართობ და აზარტულ გადაცემას სთავაზობს. "გამომწვევი თამაშები" - სწორედ ასე ჰქვია გადაცემას, რომელშიც ორი სტუმარი ერთმანეთს სხვადასხვა გამოწვევებში შეეჯიბრება. მხიარულთან ერთად გადაცემა ბევრი მონაწილისთვის მოულოდნელი, ხშირ შემთხვევაში კი საშიში სიურპრიზებითაც იქნება გამორჩეული.

თამაშები რამდენიმე ეტაპად, სირთულის მიხედვით იყოფა. თუმცა რთული არ არის ტელეეკრანებთან მაყურებლის გაღიმება, თითოეული ეტაპი სახალისო და გასართობია.

გასართობ გადაცემას "რუსთავი 2"-ის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ტელესახეები, ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი წაიყვანენ. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ არხის ახალი პროექტი სხვა გასართობი შოუების მსგავსად წარმატებული და პოპულარული გახდება. გამომწვევი თამაშები ყოველ შაბათს 21:30 საათზე დაიწყება.

დღის ამბები