26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ეს არის ძალა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური კომიტეტი, მავნებელთა კომიტეტი, რომელიც სასტვენებით დარბის - გია ვოლსკი ენმ-ზე

"ნაცმოძრაობის" მთავარი მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ენმ-ში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რევოლუციური და მავნებელთა კომიტეტი.

"ვითარებას, რომელიც "ნაცმოძრაობაშია" დღეს შექმნილი შეიძლება ეწოდოს კატასტროფული. ერთი პოზიცია არსებობს მხოლოდ - როგორმე შექმნან სიტუაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესის განვითარებას. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის გარკვეული ძალა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური კომიტეტი, მავნებელთა კომიტეტი, რომელიც სასტვენებით და ხანდახან ბოქლომებით დარბიან. მაგას სასტვენი არ ჰქვია, მაგათ რაც უჭირავთ ხელში "შვიშტოკი" ჰქვია," – აცხადებს გია ვოლსკი.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"სტრატეგია ვნახეთ, ტაქტიკა ცნობილია "ნაციონალური მოძრაობის", ეს არის ქაოსი, ქუჩის აქციები, მეტი რადიკალიზაცია და ამის მცდელობები ჩვენ ვნახეთ არაერთხელ, მაგრამ რა მიიღეს - არაფერი, ბოლოს მიიღეს 52 კაციანი აქციები. ახლა რეგიონებში არიან და როგორც მითხრეს 14 კაცი გამოვიდა, დააბრალეს - ამინდია ცუდიო და ამიტომ. ხელმოცარულები. როდესაც შენ განახლებას დაარქმევ და შენს უკან დგას მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ბუნებრივია ამას შენი ამომრჩეველი არ გაგიტარებს არა თუ დანარჩენი საზოგადოება, ამიტომაც არიან ხელმოცარულები. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ," -  განაცხადა ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები