26 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ მათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხის წინ მიიღო.

ძმები კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დავით კაკულია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საბოლოოდ დავით კაკულიას სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გურამ კაკულია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  და საბოლოოდ განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა," - განაცხადა მოსამართლემ.

იქამდე, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, ადვოკატმა ბრალდებულთა უდანაშაულობაზე ისაუბრა.

"ყველაზე მძიმე დანაშაულს რაშიც ედავებოდა ბრალდების მხარე მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, აღნიშნულ ნაწილში მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ/სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება 9 წლიან სასჯელს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო იარაღის ჯგუფურად ტარების ნაწილში, ხოლო იარაღის ჯგუფურად შენახვის ნაწილში, რაც სახლიდან იქნა ამოღებული ჯგუფურობა მოუხსნა," – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობა, უკანონო იარაღი და საზღვრის უკანონო კვეთა - ძმებ კაკულიებს გამოძიება სწორედ ამ დანაშაულს ედავება.

დღის ამბები