"ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" დონალდ ტრამპის ანგარიშები აღდგა. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სოციალურ ქსელებზე წვდომა 2 წლის წინ მას შემდეგ შეეზღუდა, რაც მისმა მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმის განხორციელება სცადეს.
მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებს, შესაძლოა, მომხმარებლების ძალადობისკენ წახალისება გამოეწვია.
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს „ინსტაგრამზე" – 23-ი მილიონი, ხოლო „ფეისბუქზე" 34-ი მილიონი გამომწერი ჰყავდა.