26 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველო ამერიკისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს - პენტაგონი

საქართველო ამერიკისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს - ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, სადაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეა საუბარი.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ. 
 
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრას ამერიკის თავდაცვის პირველი პირი ტვიტერზეც ეხმიანება.

"განვიხილეთ შეერთებული შტატების ვალდებულება დაეხმაროს საქართველოს მისი თავდაცვითი შესაძლებლობების, ასევე მიმდინარე თავდაცვის რეფორმების გაძლიერების კუთხით და უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში., - წერს ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელში. 
დღის ამბები