ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მხოლოდ თურქეთში სტიქიამ 17 134 ადამიანი იმსხვერპლა. სირიაში კი, სულ მცირე 3162 ადამიანია დაღუპული.