26 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთში - სპეციალისტების განმარტება

BBC-სთან სპეციალისტები განმარტავენ, რამ გამოიწვია დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში, რომელსაც, ამ დროის მონაცემებით, 20 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სეისმოლოგების თქმით, დედამიწის ქერქი ნაწილებისგან - ფილებისგან შედგება. ფილები ერთმანეთის გვერდით არის მოთავსებული, მათ ქვეშ კი ქვების ნახევრად გამდნარი ქვის ფენაა. პერიოდულად წნევა იმატებს და ფილა მოძრაობას იწყებს, რის შედეგადაც, მოძრაობს დედამიწის ზედაპირიც. 

ამ შემთხვევაში, არაბეთის ფილა დაიძრა და ანატოლიის ფილას შეეჩეხა, რამაც ძლიერი მიწისძვრა გამოიწვია. 

ამავე მიზეზით დამანგრეველი სტიქია რეგიონში ადრეც მომხდარა. 1822 წლის 13 აგვისტოს 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაშინ სტიქიამ 7000 ადამიანი მხოლოდ სირიის ქალაქ ალეპოში იმსხვერპლა. ძლიერი აფთერშოკები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასევე, ნახეთ : "ათასი რამ ვრცელდება... არ დაიჯეროთ, არ არის ასე" - რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე 

დღის ამბები