26 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
საქართველოს დახმარება თურქეთს - თურქეთის საელჩო ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, საქართველოს მოქალაქეები თურქ ხალხს სამძიმარს და მხარდაჭერას უცხადებენ. მესამე დღეა, თურქეთის საელჩოში მოქალაქეების რიგი არ წყდება. მიაქვთ ყვავილები, სანთლები, სათამაშოები და სტიქიის შედეგად, ჩამონგრეული შენობების ფოტოები. ტრაგედიას გადარჩენენილი ადამიანების დასახმარებლად, საელჩოში უკვე გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც თურქეთის პროვინციებში ხვალ გაიგზავნება.

ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უკვე აგროვებს საკანონმდებლო ორგანოც. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც, სადაც დეპუტატები თურქი ხალხის დასახმარებლად თანხას ჩარიცხავენ. დახმარების გაგზავნამდე, შალვა პაპუაშვილი თურქეთის საელჩოში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბექა ოდიშარიასთან ერთად მივიდა, ელჩს სამძიმარი პირადად გამოუხადა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გაწეული დახმარების გამო, ქართველ ხალხსა და სტიქიის ეპიცენტრში მყოფ მაშველებს მადლობა გადაუხადა თურქეთის ელჩმა. დიპლომატმა დამანგრეველი მიწისძვრის მძიმე შედეგებზეც ისაუბრა.

სამძიმრის წიგნი თურქეთის საელჩოში ხვალ დაიხურება, ხვალვე გაიგზავნება ჰუმანიტარული ტვირთიც.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები