ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი იმუშავებს იმისათვის, რათა უკრაინამ გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს.
მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტი ამ თვეში ამოქმედდება:
"დღეს ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ოჯახის წევრები კი ერთმანეთს ეხმარებიან, შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ. ომშიც და შემდეგაც. უკრაინელები სიცოცხლით იხდიან ფასს ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, ვიცით რომ უკრაინელების მსხვერპლი შეუფასებელია. ამასთან, ჩვენ თქვენთან ვდგავართ და 66 მილიარდი ევროს მობილიზება უკვე მოვახერხეთ ყველა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ მეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მშვიდობის ფორმულას და მის 10-ვე პუნქტს. ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ რომ მან გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი იმ სისხლისთვის, რაც დაიღვარა. სანქციების მე-10 პაკეტი ამ თვეში ამოქმედდება - ვლადიმერ, ჩვენ მიზანში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ამაში დაგეხმარებით. პაკეტი მოიცავს ექსპორტის ნაწილსაც და ეს შეაჩერებს რუსეთის სამხედრო მანქანას. საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს იმაზეც, რომ სამართლიანობა იყოს დაცული. რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის სტრუქტურის თაობაზე უკვე მიდის მსჯელობა, ამის პოლიტიკური ნება უკვე არსებობს - რათა დამნაშავე დაისაჯოს. ასე რომ გზას ვიპოვით. უკრაინა შთამბეჭდავად მიდის ევროპულ გზაზე და ჩანს რომ შეგიძლიათ აგრესორთან ბრძოლის პარალელურად შედეგზე გასვლა.მოდით ვაქციოთ თქვენი ოცნება რეალობად - შესაძლოა წინ რთული გზა იყოს მაგრამ იმაში იყავით დარწმუნებული რო გვერდში გედგებით თითოეულ ნაბიჯზე. გაუმარჯოს ევროკავშირს, დიდება უკრაინას,"- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენი.
ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ევროპელ კოლეგებს პირადად გააცნო ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ქვეყანას აქვს.