26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა უკრაინა გაიმარჯვებს:

"ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა განსაზღვრა, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის ერთობა, რომლის აგებაც მოვახერხეთ. ერთიანობა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი ჩვენთან იქნება უკრაინის გამარჯვებამდე და უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი.ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვა ნაბიჯზე და შემოვიღოთ სანქციები უპილოტო თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების და რუსეთის სარაკეტო მრეწველობის წინააღმდეგ და ასევე მათი იმ სექტორის ნაწილის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს რუსულ ტერორს. ვაპირებთ დავაყენოთ მოიერიშე და სხვა საბრძოლო თვითმფრინავების გადმოცემის საკითხი. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას ბრიუსელში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ​ ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ევროპელ კოლეგებს პირადად გააცნო ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ქვეყანას აქვს. 

დღის ამბები