26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
საქართველოს სამაშველო ჯგუფმა 2 ადამიანი გადაარჩინა და ნანგრევებიდან ამოიყვანა, სწორედ ასეთი სასწაულები გვჭირდება ახლა - თურქეთის ელჩი საქართველოში

თურქეთის ელჩი საქართველოში პირადად იღებს სამძიმარს, რომელიც თურქეთის საელჩოში იმყოფება. მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თურქ ხალხს ეხმარება ამ მძიმე დროს. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და თურქეთი სასწაულის მოლოდინშია.

"ინტენსიური სამაშველო პროცესი გრძელდება. საქართველოდან 108 მაშველი გვეხმარება, ისინი გადასულები არიან ადიამანში და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. საქართველოს სამაშველო ჯგუფმა 2 ადამიანი გადაარჩინა და ნანგრევებიდან ამოიყვანა, ჩვენ სწორედ ასეთი სასწაულები გვჭირდება ახლა.

სამწუხაროდ გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, მსხვერპლის რიცხვი 13 000-ს აღწევს, დაშავებულია 62 000 ადამიანი, განადგურებულია 6 000-ზე მეტი სახლი. მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტერიტორია საკმაოდ დიდია. ჩვენი მონაცემებით, სტიქიამ 13 მილიონი ადამიანი დააზარალა. საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდი დახმარება მივიღეთ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სწრაფად უპასუხა დახმარებაზე ჩვენს თხოვნას. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან. ვიცი, რომ პრემიერ ღარიბაშვილი ჩვენი დახმარების პროცესს პირადად უწევდა კოორდინირებას," - აცხადებს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები