26 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს.

ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა - დახმარება ამ სფეროების დაფინასებას მოხმარდება.

საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული.

საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს.

დღის ამბები