26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
თბილისში სტიქიის ზონაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო - იხილეთ მისამართები

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ჩანაწერები კეთდება. ტრაგედიის გამო საელჩოსთან მოქალაქეები მიდიან და თანაგრძნობის ნიშნად ყვავილებს ტოვებენ.

პარალელურად, თბილისში რამდენიმე ადგილზე უკვე დაიწყო სტიქიის ზონაში გასაგზავნი ტანსაცმლის, საკვების და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება. მსურველებს დახმარების მიტანა 10 თებერვლის ჩათვლით თურქეთის საელჩოში, თავისუფლების მოედანს 4 ნომერში, ილია ჭავჭავაძის 37 ნომერში და ავჭალაში ლიბანის 4 ნომერში შეეძლებათ.

ვისაც სურვილი აქვს, მითითებულ მისამართებზე შეუძლია მიიტანოს:
- ქურთუკი-პალტო
- საწვიმარი
- ჯემპრი
- ხელთათმანი
- შარფი - კაშნე
- ბერეტი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- ქალის ჰიგიენური პაკეტები

მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

1 - თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
[email protected]
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

2 - GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
[email protected]
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

3 - MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის პრ. #37
[email protected]
ხათუნა: 557 505 946

4 - შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007

დღის ამბები