მეორე დღეა "კურიერის" გადამღები ჯგუფი, თურქეთში სტიქიის ზონაში იმყოფება. "კურიერის" ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი ამ წუთებში ტრაგედიის ეპიცენტრ ადიამანში იმყოფება, სადაც ქართველი სამძებრო-სამაშველო ჯგუფის წევრები მუშაობენ.
ქართველი მაშველები ამ წუთებში, საკმაოდ რთულ მისიას ასრულებენ. ისინი დაახლოებით 20 საათია ერთ ლოკაციაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩამონგრეული მაღალსართულიანი შენობიდან ადამიანების ამოყვანას. მაშველების თქმით, ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალია და მათთან კონტაქტზეა.
როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ამბობს, მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, ქართველი მაშველები 20 საათია 1 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. "კურიერის" კორესპოდენტის თქმით, სიფრთხილიდან გამომდინარე, მთავარი გამოწვევაა, რომ მაშველებს საკუთარი ხელებით, მძიმე ტექნიკის გარეშე უწევთ მუშაობა.