26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე რამდენი ადამიანი იყო გამოსული, ეს საპროტესტო მუხტი გაიზრდება - ირაკლი ნადირაძე ენმ-ს აქციებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად პროტესტი დღითიდღე გაიზრდება და "საჭირო დროს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თბილისში" შეიკრიბებიან. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ნადირაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს.

"ჩვენ ამ ხელოვნურად გაწელილი სასამართლოს დროს არაერთი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ძალიან ავტორიტეტული ექსპერტისა და ექიმის დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ არის მოწამლული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მისი ციხეში დატოვება ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს. ამიტომ იმ ღამესვე იყო პროტესტი ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, შემდგომ იყო მთავრობის კანცელარიასთან, დღეს იუსტიციის სამინისტროს.

ხვალ გავდივართ რეგიონებში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, მე გარწმუნებთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი გაიზრდება დღითიდღე გაიზრდება. ამას ჩვენ გვაკეთებთ, ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში. დავიწყებთ ხალხის მობილიზებას. მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და საჭირო დროს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თბილისში შევიკრიბებით. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, ყველამ ნახა ის ასიათასობით ადამიანი გამოსული ქუჩაში და ყველა ეს ადამიანი იყო არის და არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ფაქტია, რომ პარტიის სტრუქტურული გაძლიერება იწყება და დიახ, გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე საჭირო რაოდენობის ადამიანები შევიკრიბებით აუცილებლად თბილისში, რუსთაველზე და რუს ოლიგარქ ივანიშვილს ვაიძულებთ, რომ პუტინის დაკვეთაზე, რომ მოკლან მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში, უარი თქვას," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები