26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ტურისტული ბილიკები თბილისში - კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის საფეხმავლო და 8 კილომეტრიანი ველო ბილიკი მოეწყობა

8 კილომეტრიანი ტურისტული ბილიკი, რომელიც კუს ტბას ვაკის პარკთან დააკავშირებს - ახალი ტურისტული მარშრუტის მოწყობა აპრილში დაიწყება, 6 თვე გაგრძელდება და პროექტის სრულად განსახორციელებლად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. საფეხმავლოსთან ერთად თბილისის მერია 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ველო ბილიკის მოწყობასაც გეგმავს.

წლების განმავლობაში რეკრეაციულ ზონაში სპეციალურად მოწყობილი ტურისტული ბილიკი არ არსებობდა, შემოდგომისთვის კი თბილელებს და ჩამოსულ ტურისტებს ბუნებრივი მასალებით მოწყობილი საფეხმავლო გზა დახვდებათ.

პროექტი ფონდი " ქართუს" დაკვეთით მომზადდა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. კუს ტბისა და ვაკის პარკის დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკი თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია.

დღის ამბები