სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტი ჩავიდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაზარალებულებს პირადად შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. პრეზიდენტმა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ამ დროისთვის, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 8,574-ია, დაშავებულების კი 49,133. განადგურებულია 6,444 შენობა. ამ მომენტში მუშაობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. პირველ დღეს ჩვენ შეგვექმნა გარკვეული პრობლემები, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ არასდროს დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში დარჩნენ. მე ვთხოვ ჩვენს ხალხს, არ მისცენ პროვოკატორებს საშუალება და ყურადღება მიაქციონ მხოლოდ კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებებს. ასევე ვთხოვ ჩვენს პრესის წარმომადგენლებს, არ დაუშვან ეს. დღეს ერთიანობისა და სოლიდარობის დროა," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.