ახალ ზელანდიაში 320 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს. 3 ტონა კოკაინით დატვირთული გემი ავსტრალიისკენ მიცურავდა. სახელმწიფო უწყებების ცნობით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების რეკორდული რაოდენობა რაც მის ვაჭრობაში ჩართულ ყველა რგოლს სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. ამ დროისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი არცერთი პირი არ დაუკავებიათ.