ოჯახი, რომლის სახლშიც, სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში აფარებდა თავს ძებნილი ბადრი ესებუა, დაკითხვაზეა გადაყვანილი, თუმცა მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"კურიერის" კამერამ გადაიღო სახლი, სადაც გოჩა ესებუა ცხოვრობდა - მისი პირადი ნივთები, საძინებელი. სახლში, ასევე, გაშლილი იყო სუფრა.
თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო. ბადრი ესებუა პოლიციამ დღეს დილით დააკავა.