26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
Reuters : შეერთებული შტატების იურიდიული ფირმა სააკაშვილის ლობირებას ზრდის

"როიტერსის" ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტის თანახმად, ამერიკული იურიდიული ფირმა "აკერმანი" ლობირებას უწევს შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს და ეხმარება მათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში.

მასიმო დიანჯელო მაიამიში დაფუძნებული ფირმის ნიუ-იორკელი პარტნიორია, რომელიც სააკაშვილის საქმეზე ივლისიდან დღემდე მუშაობს - ნათქვამია 3 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტშია შეტანილი.

დიანჯელო არის დიპლომატიური "ბიძგის" ნაწილი, რომელიც ცდილობს სააკაშვილის გათავისუფლებას ქართული ციხიდან, მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქართულმა სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა.

ამ ძალისხმევის ნაწილი, დიანჯელო და სხვები ესაუბრებიან შტატებისა და ევროპის ოფიციალურ პირებს, რომ სააკაშვილის პატიმრობისთვის ქართველ ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ, მათ შორის, საუბარია ეკონომიკურ ჯარიმებზე, სანქციებზე და საგარეო დახმარების შეჩერებაზე. "როიტერსის" ინფორმაციით, ამის შესახებ მათ თავად დიანჯელომ განუცხადა.  

"ვფიქრობ, თუ ის ციხეში მოკვდება, ეს გამოიწვევს რეალურ რღვევას საქართველოს პოლიტიკურ პოზიციებში" - განაცხადა დიანჯელომ.

იურიდიული გუნდი რომელიც ამტკიცებს, რომ ის ციხეში ყოფნისას მოწამლეს, ცდილობს, სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის გადაწყვეტილება ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. 

აკერმანის განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის საქმეზე მუშაობა მოიცავს უცხოელ დიპლომატებთან და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას, რათა მოიპოვონ მხარდაჭერა მათი კლიენტისთვის, და უზრუნველყონ მისი ციხიდან გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით.

დიანჯელომ, ასევე, იმუშავა საქართველოს სასამართლოში შეტანილ დოკუმენტზე, რომელმაც უარყო სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შეერთებული შტატების სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ.

დღის ამბები