26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მლნ დოლარი... არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება" - ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. 

"აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის. არცერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება," - წერს ქარუმიძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.  

დღის ამბები