საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება მოხდება.
„საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული“, – აცხადებენ საელჩოში.
თურქეთის საელჩო მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯამპერი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, ბერეტი, წინდა, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები.
საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, [email protected]
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, [email protected]; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, [email protected], ხათუნა: 557 505 946
შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007