თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 10-12 დღის განმავლობაში არსებობს ალბათობა, რომ რიგ ქვეყნებში, 4.0-6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Earthquake News Everyday-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის გამეორების რისკის ზონებს მიეკუთვნება შემდეგი ქვეყნები: გიბრალტარი, მალტა, მაკედონია, მონაკო, მაროკო, ეგვიპტე, ალჟირი, ლიბია, მალტა, თურქეთი, ხორვატია, ალბანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თურქეთი, სირია, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა.