26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ოპოზიციამ ერთიანობა ისევ ვერ აჩვენა - ნაციონალური მოძრაობის მორიგი დემარშის მცდელობას, ოპოზიციონერი კოლეგებიც არასერიოზულად აღიქვამენ

საპარლამენტო ოპოზიციაში, ნაციონალური მოძრაობის მორიგი პოლიტიკური დემარშის გულწრფელობის არ სჯერათ. პარტია მოქალაქეების ლიდერმა დღეს თქვა, რომ ნაცმოძრაობის მუდმივმა მუქარამ საკანონმდებლო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე არასერიოზული ხასიათი მიიღო. ალეკო ელისაშვილი კოლეგებს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ნაციონალური მოძრაობის მორიგ ბოიკოტს პარტიის პოლიტიკური არათანმიმდევრულობის მტკიცებულებად აღიქვამენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. კანონმდებლები, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის ტაქტიკას არ იზიარებენ, არ უერთდებიან და იმასაც ამტკიცებენ, რომ ნაცმოძრაობას საპარლამენტო საქმიანობის კომპეტენცია არ ჰყოფნის.

ნაციონალური მოძრაობის მორიგ ბოიკოტს უმრავლესობისთვის კომფორტულ სვლად მიიჩნევს ხათუნა სამნიძე. გიორგი ვაშაძის თანაფრაქციელი, პარტნიორისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ მუდმივი უშედეგო პროტესტის ეს ფორმა, მხოლოდ, პოლიტიკური უმწიფრობის დადასტურებაა.

ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ თამაშზე უარს პოზიტიურად აფასებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპონენტთა დიდ ნაწილს კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა სურს. მათი აზრით, თუ ნაცმოძრაობის პარლალამენტში ყოფნა მხოლოდ ხელფასების მიღებით შემოიფარგლება, ეს საპარლამენტო დარბაზებში ჯანსაღი ოპონირების სივრცეს გააჩენს.

მეათე მოწვევის პარლამენტს ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი უკვე არაეთხელ უნახავს. ამჯერადაც პარტია მნადეტებს ინარჩუნებს, ხოლო საპარლამენტო საქმიანობას დროებით წყვეტს.

 

დღის ამბები