26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრის მეორე დღეს, თურქეთის მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შიში და მოლოდინი აქვთ - ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები ათასობით დაკარგულს ეძებენ

დამანგრეველი მიწისძვრის მეორე დღეს თურქეთის მოსახლეობა ისევ საფრთხის პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივებს განმეორებითი ბიძგების შიში და მოლოდინი აქვთ.

გასული 40 საათის განმავლობაში 2-მა ძლიერმა მიწისძვრამ და 100 -ზე მეტმა განმეორებითმა ბიძგმა , მიწასთან გაასწორა თურქეთის სამხრეთ ნაწილში 6-ათასამდე შენობა. სტიქიამ ზიანი მიაყენა 23 მილიონ ადამიანს. ბიძგების განმორების საშიშროება ამ დრომდე არსებობს. ბოლო მონაცემებით დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სირიასა და თურქეთში ერთად 5-ი ათასს აჭარბებს.მხოლოდ თურქეთში სტიქიამ 3400-ამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს. პროგნოზი შემამაფოთებელია რადგან ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები ათასობოთ დაკარგულს ეძებენ , რომელთა დიდი ნაწილი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

"ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ, რომელიც მიწისძვრის შედეგად ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა, გადაარჩინეს. თუმცა ჯერ კიდევ ნანგრევებშია კლუბის სპორტული დირექტორი.ნანგრევებიდან ევაკუირებულები არიან ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ნაწილი. საფრთხე არ ემუქრება მათ შორის ამავე გუნდის ქართველ ლეგიონერს, საბა ლობჟანიძეს .

მიწისძვრამ დამანგრეველი შედეგები იმდენად დიდ ტერიტორიაზე გამოიწვია , რომ უწვეტად მომუშავე 25 ათასზე მეტ მაშველს , ეხმარებიან როგორც ადგილობრივები , ისე სხვადახვა ქვეყნიდან ჩასული მაშველები და გაწვრთნილი ძაღლები . ადგილზე სამაშველო სამუშაოებს თოვლი და ყინვა აფერხებს. ზოგიერთ ადგილზე შესაძლოა ტემპერატურა -15 გრადუსამდეც კი დაეცეს. თურქეთმა დახმარების შეთავაზება 70 ქვეყნიდან მიიღო.

შექმნილი მდგომარეობის გამო პრეზეიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული 10 პროვინცია კატასტროფის ზონად გამოაცხადა და იქ 3 თვით საგანგებო მდგომარეობა დააწესა. მოსახლეობის დასახმარებლად გახსნილია 54 ათასზე მეტი კარავი.

თურქეთის მსგავსად რთული ვითარებაა სირიაშიც , სადაც გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლას 4 მილიონზე მეტი ადამიანი ელოდება. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო , სირიაში სამძებრო საამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმიდარეობს , რთულია ზრალისა და მსხვერპლის სტატისტიკის განსაზღვრაც .თურქეთში კი განგაშიის უმაღლესი დონე და 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
 

დღის ამბები