სირიაში, მიწისძვრის შემდეგ ციხიდან 20-მდე პატიმარი გაიქცა. სამხედრო პოლიციის ციხეში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს, 2 000-მდე პატიმარია, მათგან 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაშია ეჭვმიტანილი.
7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელსაც რეგიონში ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, ციხის კედლები და კარი დააზიანა.
ადამიანთა უფლებების დაცვის ბრიტანული ორგანიზაცია სირიაში პატიმართა აჯანყებას ადასტურებს, თუმცა პატიმრების გაქცევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.