26 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური - ნიკა მელია

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ აუცილებელია პრაგმატული სამოქმედო გეგმა, საპარლამენტო საქმიანობის დროებითი შეწყვეტა კი ეფექტიანი არ იქნება, ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე "ფეისბუქზე" წერს. 

"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას," - წერს მელია. 

დღის ამბები