უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. ღამით იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე. განადგურებულია სატუმბი სადგური, 9 დასახლება წყლის გარეშეა დარჩენილი. 55-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლება. ხარკოვის ოლქში სარაკეტო იერიშების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა პოლიკლინიკის შენობას.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ცალკეული მიმართულებებით. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე კუპიანის, ლიმანის, ბახმუტის, ავდივის და ნოვოპავლივის მიმართულებებზე.