თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 2724-მდე გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13 580-მდე გაიზარდა. აქედან თურქეთში 11119 ადამიანი დაშავდა, სირიაში კი 2461.
რაც შეეხება დაღუპულებს, მიწისძვრას მხოლოდ სირიაში ამ დროის მონაცემებით, 1073-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით კი, თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1651-მდე გაიზარდა. შესაძლოა ცნობები გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ კიდევ შეიცვალოს.