26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა

თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. 

"ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვლამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში,"- აღნიშნა ერდოღანმა. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დამატებით 1,651 გარდაცვლილის შესახებ განაცხადეს.  საერთო ჯამში კი, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და მეზობელ სირიაში 2,651 ადამიანი დაიღუპა. 

დღის ამბები