26 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
თუ მართლა ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ მოუწოდონ მას, რომ საჭმელი შეჭამოს -მამუკა მდინარაძე 

თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ობიექტურად, ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აინტერესებს, უბრალოდ მოუწოდონ მას, რომ საჭმელი შეჭამოს - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება მას საჭმელი ჭამოს, თავისიანების გარდა. 

"ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს ვიღაცის თვალის ასახვევად და შემდეგ დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლიობისტები დაიქირაოს, ჯობია თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ობიექტურად, ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, უბრალოდ მოუწოდონ მას, რომ საჭმელი შეჭამოს. თუკი კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა რომ მოატყუოს სახელმწიფოს, როგორც გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში - ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მას რომ ეჭამა, ახლა კი, მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაში მდგომარეობს. იმის გამო, რომ მან მთელი მსოფლიო დაარწმუნოს, თითქოს მას აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ წამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება - თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება, ასე კი არ ხდება. როგორც სტრასბურგის, ასევე ქართული სასამართლო იმ დასკვნამდე მიდის, რომ უბრალოდ არ არის ის ყველაფერი მართალი, რასაც ისინი ჩადიან და კადრულობენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები